ITDC Training
დიდი ხანია უკვე რაც ვებ დეველოპმენტს ვეწევი და ამ სფეროში ვმუშაობ, ალბათ 10 წელიწადზე მეტი იქნება. შესაბამისად ხშირად მეკითხებიან “სად შეიძლება საიტების კეთება ვისწავლო?”, ამ კითხვაზე კი არასდროს პასუხი არ მაქვს, რადგან საქართველოში ჩემი აზრით არ არსებობს ისეთი დაწესებულება სადაც არამცთუ მაღალ, არამედ ნორმალურ დონეზე მაინც შეგასწავლიან “საიტების კეთებას”. აგრეთვე ვფიქრობ რომ დროა უკვე გაიხსნას ასეთი სასწავლებელი, სადაც მსმენელი არა მარტო ვებ პროგრამირებას, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, ისწავლის როგორიცაა Usability, Accessibility, SEO და ა.შ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო ITDC-ში ვითათბირეთ და გადაწყდა რომ ასეთ კურსებს გავხსნიდით. მოსამზადებელმა პერიოდმა საკმაოდ დიდი დრო და ენერგია წაგვართვა, მაგრამ ბოლოს დადგა ის დღე, როდესაც გამოცხადდა რეგისტრაცია.


საქართველოსთვის მძიმე პერიოდი დუდგა 2008 წლის აგვისტოში. 7 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო აქტიური შეიარაღებული მოქმედებები შიდა ქართლის რეგიონში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაში. „რუსული შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო თავდასხმები კიბერ-სივრცეში შეტევებით იყო გაფართოებული“ წერს რონალდ ასმუსი. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოხდა მიწაზე, ცასა და ზღვაში შეჭრისას კოორდინირებული მართული ონლაინ კიბერ-შეტევა, რასაც ზოგიერთი ანალიტიკოსი მოსკოვის იერიშის მე-4 ფრონტს უწოდებს. დასავლური მთავრობები ერიდებოდნენ რუსეთის მთავრობის საჯაროდ დაკავშირებას ამ შეტევებთან, თუმცა კერძო საუბრებში გაცილებით უფრო ღიად აფიქსირებდნენ მოსკოვის როლს. საქართველო ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გახდა არარეგულარული კიბერ-შეტევების სამიზნე, მათ შორის იყო 19 ივლისის თავდასხმა პრეზიდენტის ვებ-საიტზე, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. მნიშნველოვანი ტალღა შეტევებისა დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს შუადღისას. რუსებმა დაიწყეს ქართული კიბერ-სივრცის დაბლოკვა, გადამისამართება და მასზე კონტროლის მოპოვება. საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდი გადავიდა გარეშე ძალების კონტროლქვეშ და იქ მიმდინარეობდა პრეზიდენტის ადლოფ ჰიტლერად გადაკეთებული ფოტოების სლაიდშოუს ჩვენება.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც, ახალი და თან საინტერესო არაფერი მისწავლია. ამას წინათ გადავწყვიტე Java-ს შევჭიდებეოდი, რა თქმა უნდა ვებში. მივყევი სხვადასხვა ბლოგ პოსტებს თუ ფორუმებს და არჩევანი GWT-ზე გავაჩერე, ჯერ-ჯერობით Hello World-ის დონეზე მაგრამ რაღაც რაღაცეებს თვალი გადავავლე საკმაოდ საინტერესოა. მაინტერესებს ვინმეს თუ აქვს ამ სფეროში გამოცდილება და რამდენად მოსწონს ეს ტექნოლოგია? თუ რჩევას მომცემთ როგორ ჯობია ამ ყველარის სწავლა ან საინტერესო ლინკებს მომაწვდით მადლობელი დაგრჩებით.